|
2019-11-27 12:23:24, 1545 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმფიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
„მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“, - ასე ეხმაურება „ამერიკის ხმასთან“ თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“, - ნათქვამია წერილობით განცხადებაში. 14 ნოემბერს, საქართველოში ამერიკის საელჩომ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დიპლომატიურმა მისიამ მაშინ განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო დადებითად აფასებდა მმართველი პარტიის დაპირებას, რომ 2020 წელს, ქვეყანა სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. ამ ნაბიჯს შეერთებული შტატები აფასებდა, როგორც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გასაძლიერებლად. რაც შეეხება კანონის ცვლილების ჩავარდნას, ამასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩომ მწუხარება გამოთქვა და მთავრობას და ოპოზიციურ პარტიებს სიმშვიდისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. „ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში, საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად წინსვლა გაგრძელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)