|
2019-11-22 12:01:22, 2303 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ექიმის დაკავების თაობაზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა; ქართული მხარის თხოვნით, ამოქმედდა ცხელი ხაზი, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და წითელი ჯვარი. ელჩმა ასევე ისაუბრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო გართულებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებმა. მათ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვეს რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო. გამომსვლელებმა აღნიშნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი შესრულებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობა. მათ ხაზი გაუსვეს დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის საჭიროებას.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)