|
2019-11-21 17:29:38, 2050 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალი საჯარო მოხელეები სტაჟირებას ქართულ იუსტიციის სისტემაში გადიან
იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალ საჯარო მოხელეებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირებას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადიან. შეხვედრას იუსტიციის სასწავლო ცენტრის სხვადსხვა მიმართულების სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს სისტემის მომავალი საჯარო მოხელეები ამჟამად საფრანგეთის ახალგაზრდების დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეროვნული აკადემიის მოსამზადებელი სკოლის სტუდენტები არიან. ისინი თბილისში სტაჟირებაზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმყოფებიან და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განრიდების პროგრამებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ გამოცდილებას იღებენ. ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, ევროპულ ქვეყანაში სტაჟირება სტუდენტმა სავალდებულო წესით უნდა გაიაროს, რათა მართლმსაჯულების სისტემაში ახალგაზრდების დაცვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დირექტორად დაინიშნოს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის სახელმწიფომ სტუდენტები სტაჟირებაზე საქართველოს იუსტიციის სისტემაში გამოგზავნა. ამ მიზნით, 2019 წლის 22 ოქტომბერს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს არასრულწლოვანთა დაცვის სამსახურის ეროვნულ სასწავლო სკოლასა (ENPJJ) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის. იუსტიციის სასწავლო ცენტრში ვიზიტის დროს სტაჟიორები გაეცნენ ცენტრის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკას. ასევე, მიიღეს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მექანიზმების შესახებ. მომავალმა ფრანგმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირების ფარგლებში უკვე გაიარეს სწავლების პირველი ნაწილი საქართველოს იუსტიციის სისტემის შიგნით სხვადსხვა სამსახურებში. სტუმრები გაეცნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ არასრულწოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის პრაქტიკაში დანერგვისა და მომზადების პროცესს, განრიდების პროგრამებს, აღდგენითი მართლმსაჯულების არსებულ გამოცდილებასა და მიღწევებს, არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების სპეციფიკას და სოციალური მუშაკის როლს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემებში. სტუმრები უკვე იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც სააგენტოს სარეაბილიტაციო სერვისებს გაეცნენ, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი. როგორც გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, იუსტიციის ქართული სისტემისთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, რაც საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისგან დაცვის წინაპირობაცაა.
(NS)
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)