21:39 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 11:53:51, 2242 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სჭირდება ხალხს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, კარგია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

მისი თქმით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხალხს სჭირდება.

„ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობების პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მე, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი - მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს.

ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ამ ქვეყანაში, ეს არის გარანტია იმის, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად მივიღებთ იმ მმართველ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics