22:49 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 10:39:30, 1760 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: დესტაბილიზაცია, რომელიც გადადის ქუჩებში პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისთვის, რომ მსგავსს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი“, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციებს.

პრემიერის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები უპასუხისმგებლოდ მოქმედებენ და მათი ქმედებები დესტრუქციულია, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში უახლოესი წლების გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, რაც ხდება ქვეყნის სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა პირდაპირ გავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან ჩვენს განზომილებაზე ცხოვრების როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას, და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ეკონომიკური ზრდა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics