|
2019-11-19 15:58:25, 2019 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებრივი აზრის საუკეთესო კვლევა არჩევნებია
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ საუკეთესო კვლევა არჩევნებია და მთავრობა ყველაზე მეტად ენდობა მოქალაქეების მიერ გაკეთებულ არჩევანს. მისი თქმით, გამოქვეყნებულ კვლევაში პოლიტიკოსების ათეულში ოპოზიციის ის ლიდერები არიან, რომლებიც გამოირჩევიან დესტურქციული მოქმედებებით. „საზოგადებრივი აზრის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები, შესაბამისად ჩვენ ყველაზე მეტად ვენდობით მოქალქეებს და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს. 2020 წელს რა არჩევანსაც გააკეთებენ ჩვენი თანამოქალაქეები, მივიღებთ და ვენდობით ამ არჩევანს. რაც შეეხება კვლევას, როგორც ნახეთ თუ დაუჯერებთ მათ შედეგებს, პოლიტიკოსების ათეულში 8 საუკეთესო შედეგი აქვთ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომელთა ნაწილიც დესტრუქციული მოქმედებებით გამოირჩევა და შესაბამისად, გაუგებარია თუ მათ სჯერათ ამ შედეგების და აქვთ ასეთი მხარდაჭერა, რატომ არ იღებენ ეს ადამიანები მაგალითად მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებში მონაწეილეობას. იმიტომ რომ თუ ამ შედეგებს დავუჯერებთ, ამ ოპოზიციის ლიდერებს გარანტირებული უნდა ჰქონოდათ წარსულშიც და მომავალშიც მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება“, - განაცხადა პარლამენტის თამვჯდომარემ. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია დემონსტრაციის მეორე დღეს კვლევის შედეგების გამოქვეყნება და უმჯობესი იქნებოდა ეს კენჭისყრამდე, პოლიტიკური კონსულტაციების დროს მომხდარიყო. „ჩემთვის გაუგებარი რჩება რას ნიშნავს და რა მიზანს ემსახურება ამ შედეგების გამოქვეყნება დემონსტრაციის მეორე დღეს, მე ვფიქრობ გაცილებით სასარგებლო იქნებოდა ეს შედეგები გამოქვეყნებულიყო კენჭისყრამდე, პოლიტიკური კონსულტაციების დროს, ვინაიდან აქ არის საზოგადოება გამოკითხული არჩევნების მოდელთან დაკავშირებითაც და ალბათ ეს შედეგები უფრო მეტად წაადგებოდა გადაწყვეტილები მიღებამდე პოლიტიკურ პროცესს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)