|
2019-11-19 14:04:41, 1090 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე პრემიერს: ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ, რომელიც ხალხის ხელშია
„ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ, რომელიც ხალხის ხელშია“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების პროტესტი საკმაოდ მაღალია, რომელსაც გამოხატვის სხვადასხვა ფორმებიც აქვს, მაგრამ ჯერ მშვიდობიანი გზით მიდიან. „ის, რომ მშვიდობიანად დასრულდა და მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, ეს არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის დამსახურება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია მოქმედებაშია და ვაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენი ერთიანობა არის იმის განმაპირობებელი, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ. ეს გასაღები არის სწორედ ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან ითხოვს პროპორციული არჩევნები ჩატარებას ქვეყანაში. ამიტომ ძალისმიერი მეთოდებით მუშაობას სჯობს, აუცილებლად იმ კუთხით იმოქმედოთ, რომ შესაბამისად გქონდეთ სამოქმედო გეგმა. დღეს გვექნება გაერთიანებული ყველა ოპოზიციური პარტიის შეკრება, სადაც გვექნება სამოქმედო გეგმა. ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისათვის და ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, პროტესტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია, ამ პროტესტს აქვს სხვადასხვა გამოხატვის ფორმები, მაგრამ ჯერ მივდივართ მშვიდობიანი გზით და აუცილებლად მივიყვანთ ბრძოლას ბოლომდე. ჩვენმა პასუხისმგებლიანმა და ერთობლივმა მოქმედებამ განაპირობა ის, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა ხელისუფლებას გამოეყენებინა გადამეტებული ძალა და ჩვენ უბრალოდ ვაჩვენეთ მშვიდობიან დემონსტრანტებს როგორ შლის ათასობით სპეცრაზმელი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)