|
2019-11-18 12:07:14, 1022 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე: 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას
„ვიქნებით მომთმენნი, თუმცა დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება სათანადო რეაგირება“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისსში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და ხელისუფლება ახალი ინიციატივის განხილვას არ აპირებს. მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციით ცდილობს დაბრუნდეს ხელისუფლებაში და მისი ქმედებები წარუმატებლობისთვისაა განწირული. „2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემით შევცვალეთ ძალადობა. ნაციონალური მოძრობის მთავარი დევიზი, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად უცვლელი რჩება, ვინაიდან მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ. ისინი დესტრუქციით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნდენ, ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ისინი იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში არეულობის შემოტანას,ვიქნებით მომთმენნი, თუმცა მკაფიოდ ვამბობთ, დესტურქიის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება სათანადო რეაგირება. საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ცივილიზებული თამაშის წესები კი კანონის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს. არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას. ჩატარდება დადგენილ ვადებში, მოქმედი კონსტიტუციით. ამიტომ მოვუწოდებ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მაარდაჭერის არ ქონას საარევნო სისტემას ნუ დააბრალებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)