|
2019-11-15 21:46:46, 2580 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ადრესატები არიან: გაეროს გენერალური მდივანი – ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლო, ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ეუთოს თავმჯდომარე - მიროსლავ ლაიჩაკი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები: გაეროს წარმომადგენელი - ჩიჰან სულტანოგლუ, ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი - რუდოლფ მიჩალკა; ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - ტოივო კლაარი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - მიშელ ბაშელე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - დუნია მიატოვიჩი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)