|
2019-11-14 22:15:37, 1596 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: დღეს პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია
„დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია“, - ასე ეხმაურება „ფეისბუქზე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. როგორც ექს-პრეზიდენტი წერს, თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად, რაც სამართლებრივად „გამართული“ გადაწყვეტილება იქნება. „თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად - და ეს სამართლებრივად "გამართული" გადაწყვეტიელბა იქნება. პრაქტიკულად ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია. დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია. ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია. გონიერების საზღვრებიღაა დარჩენილი, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და თავად არ დავზიანდეთ. სახელმწიფო მათ გადაატრიალეს, ძალაუფლება მათ მიითვისეს და უკანონოები ისინი არიან. მათ გონიათ რომ ძალა აქვთ, მაგრამ ძალაც და ძალაუფლებაც ეკუთვნის ხალხს და ეს ჭეშმარიტება ისტორიულად არაერთხელ დადასტურებულა. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია ! როგორც არასდროს დღეს ნათელია თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, მართალი და მტყუანი, ანუ როგორც არასდროს დღეს ნათელია ვინ გაიმარჯვებს. ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შემდგარი, წარმატებული ერი, აუცილებლად გაიმარჯვებს უზურპატორზე“, - წერს სააკაშვილი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)