|
2019-11-14 14:46:34, 1088 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე: მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ ზედმეტად ნუ იმუქრებიან
„მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ვხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, რადგან არ უმაგრებთ ზურგს ხალხის მხარდაჭერა. ეს არის რეალური და ზედმეტად ნუ იმუქრებიან“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შეუტიოს, თუმცა მისივე თქმით, მათი მცდელობა უშედეგო იქნება. „რადიკალური მოქმედებები მათი მხრიდან არ არის ახალი. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, არის რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ვხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, რადგან არ უმაგრებთ ზურგს ხალხის მხარდაჭერა. ეს არის რეალური და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემდეგ. ბუნებრივია, მათ ეს მუქარები არ გაუვათ. ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. სიმშვიდე არის ის, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, შესაბამისად, ყველას ამისკენ მოვუწოდებ. შეიძლება ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა იმისა, რომ რაღაც მოიმოქმედონ, თუმცა ამის საშუალება მათ არ ექნებათ. საქართველოში არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ვითარება, სადაც ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ მუქარებზე, არიან რადიკალურები და ისინი მუდმივად ცდილობენ შეუტიონ სახელმწიფოს და ეკლესიას. მათ არც ერთი გაუვათ და არც მეორე. ვერც სახელმწიფოს დააკლებენ და ვერც ეკლესიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)