02:31 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 13:10:24, 986 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე: თუ ივანიშვილი ხალხს ისევ მოატყუებს, მისთვის თბილისში უკანასკნელი ტანგო იქნება

„თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხს ისევ მოატყუებს, მისთვის თბილისში უკანასკნელი ტანგო იქნება“, - -ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაუჯერებელია მმართველ გუნდში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განხეთქილება იყოს და დეპუტატები ივანიშვილს დაუპირისპირდნენ.

„ვინმეს სჯერა იმის, რომ პაიკები აუმხედრდეს მეფეს? უჩინართა ბუნტია, ასე შეიძლება ეს. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ბიძინა ივანიშვილი 7 საათის განმავლობაში კამათობდნენ და არ დაეთანხმა დაჩი ბერაია ბიძინა ივანიშვილს. უნდა იცოდეს ივანიშვილმა დღეს, შესაძლებელია ეს იყოს მისი უკანასკნელი ტყუილი. ხომ გაგიგონიათ უკანასკნელი ტანგო პარიზში, ეს იქნება უკანასკნელი ტანგო თბილისში ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics