02:29 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 12:37:53, 1087 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების ოფისში უმრვლესობის სხდომა შედეგის გარეშე დასრულდა

"ქართული ოცნების" ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკიტხს 2 საათზე მეტხანს განიხილავდნენ, დასრულდა. როგორც მმართველი გუნდის წევრმა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კენჭისყრაზე ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

"საკითხი არის რთული და იწვევს ვნებათაღელვას გუნდის სხვადასხვა წევრების მხრიდან. მათ გამოხატული აქვთ პოზიცია. მკვეთრად და არაერთხელ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან რეფორმას. არის მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი, ხმას არ მისცემს კანონპროექტს. მიუხედავად ამისა, არსებობს ყველა პირობა, რომ რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი. ამისთვის, უნდა წავიდეთ პარლამენტში და კენჭი ვუყაროთ პროექტს. ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და არის მაღალა ალბათობა იმისა, რომ ეს ცვლილება დღეს მივიღოთ", - განაცხადა ხულორდავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics