02:29 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 11:33:32, 1162 ნახვა

პოლიტიკა
დაჩი ბერაია - ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო

საპრლამენტო უმავლესობის წევრი დაჩი ბერაია აცხადებს, რომ რთული და ემოციური შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლო.
„პოზიციას არ ვიცვლი, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. პირველ რიგში უნდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი პიროვნებისა და გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ვისუაბრეთ გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება. მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში დადგება ჩემი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. არ მიმიღია არანაირი გაფრთხილება, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი პოზიცია. ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა“,  -განაცხადა დაჩი ბერაიამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გუშინ პირისპირ შეხვდა და ივანიშვილმა ყველა მისი არგუმენტი მოისმინა, რისთვისაც ის პარტიის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics