|
2019-11-14 10:58:07, 1113 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს აქციას მართავს. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები და საყვირები აქვთ მიტანილი. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ეს მათი ბოლო გაფრთხილებაა ხელისუფლებისადმი. ისინი იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტისტუციო ცვლილებების კანონპროექტს არ ჩააგდებს, რადგან წინააღდეგ შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იმუქრებიან. „ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილს. იმედია ექნებათ გონიერება და ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ არ ჩააგდებენ. ის, რაც ხდება, ეს არის დადგმული სპექტაკლი. ამ დეპუტატებს აქამდე ხმა არ ამოუღიათ ახლა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა. „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდეს. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი ამ კანონპროექტს არ ჩააგდებენ“, - განაცხადა მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. დღეს 12:00 საათზე კი პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ცვლილება კენჭისყრაზე დღეს დადგებოდა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)