|
2019-11-13 13:34:59, 1280 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭიროს
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭიროს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენი ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მხარს უჭერს მას, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობას, ნაკლებ დაკარგულ ხმებს, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში. „2017 წლის ანგარიშში, საარჩევნო უფლების ჭრილში, სახალხო დამცველი მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდა საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც არჩევნების შედეგების შესაბამის მანდატებში გარდასახვისას არსებული დისპროპორციის აღმოფხვრას უკავშირდებოდა, თუმცა 2020 წლის ნაცვლად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებას უარყოფითად აფასებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვისათვის უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა მმართველი პარტიის მზაობა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შემოღების თაობაზე და საპარლამენტო უმრავლესობის 93 წევრის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. გუშინდელი განხილვა და პარლამენტში გამართული დისკუსიები აჩვენებს, რომ სამწუხაროდ არსებობს დაპირების შეუსრულებლობისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების რისკები. გუშინდელ განხილვაზე უმრავლესობის 16-მა წევრმა, რომელთაგან 12 თავადაა მისი ინიციატორი, კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება და შეკითხვები დააფიქსირა, კენჭისყრა კი დღეისათვის გადაიდო. სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში და ხალხის ნებისა და არჩევნების შედეგების პროპორციულად ასახვას შესაბამის მანდატებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)