03:36 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 12:14:06, 1256 ნახვა

პოლიტიკა
ბერაია - უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს

„ჩემი უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე დისციპლინური საკითხი თუ დადგება, უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, გუნდური პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ, ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამის გამო, ჩემი უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე დისციპლინური საკითხი თუ დადგება, უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს. მსგავს თემებზე, დისციპლინარულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. იყო მოთხოვნა სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ. ჩემთვის იყო ეს მტკივნეული. მინდოდა, კენჭი გვეყარა, ვინ იყო მომხრე. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოზიცია არ შევიცვლი", - განაცხადა ბერაიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივნიშვილთან შეხვედრაზე 10-მდე დეპუტატმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics