|
2019-11-12 16:16:05, 1268 ნახვა
პოლიტიკა
„ხომ არ არის უპრიანი, რომ თანამშრომლობის ის ფორმა, რასაც ბლოკის თანამშრომლობა ჰქვია, პარლამენტში შედგეს და არა არჩევნების წინ“ - გია ვოლსკი
„მარტო შეკითხვაზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ვიღაცა კოლეგამ მითხრაო, გვარს არ ასახელებს ბატონი მამუკა, რომ გახურდება სიტუაციაო და მეორე იყო კიდევ, რომ ვიღაცას ელანდებაო, რომ ბლოკები შეიძლება უარყოფით კონტექსტში იქნესო წარმოდგენილი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც კონსტიტუციური კანონის პროექტი საინიციატივო ჯგუფის წევრმა მამუკა კაციტაძემ გამოიტანა განსახილველად. „აზრი აქვს იმ ვარიანტს, რასაც ჩვენ გაძლევთ. იმიტომა აქვს აზრი, რომ ბლოკებში ხშირ შემთხვევაში, აღარ მინდა მაგალითები მოვიყვანო, 0.03% მიიღო არჩევნებზე და წლიური ბიუჯეტი აქვს მილიონ ასი ათასი. არ მინდა პიროვნებები დავასახელო, ვინაიდან პიროვნულ თემებზე არ მინდა გასვლა. არის კონკრეტული პარტიები და თქვენ კარგად იცით. სწორედ ამიტომ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთი - დანამატი არ შეიძლება ჰქონდეს პარტიას, მაგალითად, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას, აქვს პარტიები, რომლებიც იღებენ მილიონს, ერთი, მეორე და რომლის, ფაქტიურად ლიდერის გვარი არ იციან და თუ ლიდერის გვარი იციან, პარტიაში მეორე კაცის გვარი არ იციან. აი ამის გამართლება ამ თემით როგორ შეიძლება? ხომ არ არის უპრიანი, რომ თანამშრომლობის ის ფორმა, რასაც ბლოკის თანამშრომლობა ჰქვია, პარლამენტში შედგეს და არა პარლამენტში არჩევნების წინ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)