04:38 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 13:51:31, 1225 ნახვა

პოლიტიკა
ჩხუბი პარლამენტში - სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კერძოდ, „ქართული ოცნების“ წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც თვითმხილველმა დეპუტატებმა განაცხადეს, დაპირისპირებულ დეპუტატებს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ მათ გასაშველებლად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ელენე ხოშტარია ჩადგა.

 სავარაუდოდ, ინციდენტი  სხდომათა დარბაზში ოპოზიციისა და უმრავლესობის ურთიერთბრალდებებს მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics