|
2019-11-12 13:49:28, 1165 ნახვა
პოლიტიკა
„ჩააგდეთ ეს ოცკაციანი სია და დაიჯერებს თქვენი ამომრჩეველი, რომ თქვენ გულწრფელად ემიჯდნებით 9-წლიან მმართველობას“ - ეკა ბესელია
"ჩააგდეთ ეს ოცკაციანი სია და მერე დაიჯერებს თქვენი ამომრჩეველი, რომ გულწრფელად ემიჯნებით 9-წლიან მმართველობას" - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებდა. როგორც ბესელიამ განაცხადა, მოსმაართლეთა სიაში მყოფი პირების უმეტესობა ძალადობრივი სისტემის შემქმნელია. „ძალიან საეჭვოდ იშიფრება ის ცუდი განზრახვა, რომელიც ამ კვირის მოვლენებს უკავშირდება. ხელისუფლებაში როცა ხარ, ასე არ უნდა ყვიროდე და ასეთი აგრესიული გამოხტომები არ უნდა გქონდეს. ეს შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს. ასე იქცეოდნენ ის ადამიანები, რომელებიც მეშვიდე და მერვე წელს, როცა ხელისუფლებას ასრულებდნენ, ყვირილზეც გადავიდნენ და ძალადობაზეც. ამიტომ ჩემო კოლეგებო, თუ ძალიან გაწუხებთ ის 9-წლიანი პერიოდი, თუ ძალიან გაწუხებთ, რომ ის არ დაბრუნდეს, თუ ასეთი მართლები და გულწრფელები ხართ ხალხთან და ეკლესიასთან, ორი რამე გააკეთეთ: იმ ორკაციან სიაში, ოციდან 18 არის წარსული ძალადობრივი სისტემის შემქმნელი, გამაძლიერებელი და დამკანონებელი. ჩააგდეთ ეს ოცკაციანი სია და მერე დაიჯერებს თქვენი ამომრჩეველი, რომ თქვენ გულწრფელად ემიჯდნებით 9-წლიან მმართველობას, ძალადობას და უსამართლობას. რაც შეეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს, ამ კვირაში უნდა იყოს კენჭისყრა. ბატონო არჩილ, მე იმედი მაქვს, პირადად თვენ გაუკეთებთ მობილიზებას, რომ გაცხადებული დაპირება შესრულდეს. არ მინდა ჩემი ცუდი ინტუიცია გამართლდეს. რაღაც ავად იმზირება ასეთი გამოხტომები. ორი რამე გააკეთეთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემას კენჭი უყარეთ. ოპოზიციას ნუ დააბრალებთ, ის ყოველგვარი პირობის გარეშე უჭერს მხარს და მეორე, არ მისცეთ ხმა იმ ოცკაციან სიას. მერე გამოჩნდება, ვინ როგორი მაგარი ბიჭები და გოგონები ხართ, კუნთებზე რომ იყურებით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)