|
2019-11-07 16:30:44, 2161 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შეაჯამა
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია დასრულდა. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო დღის წესრიგის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ექსპერტებისა თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი შეფასებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონფერენციამ ხელი შეუწყო ბევრი საინტერესო იდეის გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას. მისი განაცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავებისთვის. „უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებთან გამკლავება საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ერთიანობას მოითხოვს, რომელიც მიმართულია მზადყოფნისკენ, შეკავებისა და მდგრადობისკენ. ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუდმივი პოლიტიკური, პრაქტიკული და ფინანსური დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ევროატლანტიკური ინტეგრაცია სტაბილური სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გარდაუვალი განვითარებისთვის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს. ეს არა მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მთელი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს, რაც ბუნებრივად აძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოსთან ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს ყველაზე ერთგული, თავსებადი და სანდო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა. საქართველო არამარტო იღებს ღირებულ გამოცდილებას, არამედ თავდაჯერებულად უზიარებს ინსტიტუციურ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენებით, რაც ზრდის ჩვენს ურთიერთთავსებადობას და ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს კი აისახება პრინციპით - მეტი ნატო საქართველოში, რაც პრაქტიკაში, საქართველოში ნატოს გაძლიერებულ ჩართულობასა და აქტივობებში გამოიხატება“. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ გზით საქართველო არა მხოლოდ გააძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, არამედ გაზრდის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საქმეში მის კონტრიბუციას. „ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავება ერთობლივი ძალისხმევითა და შეჯერებული შესაძლებლობებით არის შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველას, ვიმოქმედოთ ერთად, ერთიანი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ჩვენი უსაფრთხო მომავლის საწინდარია“, - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლა ბათუმში გამართული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)