06:40 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 17:07:38, 2334 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველმა ხელისუფლებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა

სახალხო დამცველმა პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს ლგბტ+ თემის თავისუფლების შეზღუდვის პრევენციისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ, სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენი მათ ლგბტ+ თემის წარმომადგენლების თავისუფლების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტების პოლიტიკურ დონეზე განხილვის  და ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებების დაგეგმვისაკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის წინადადებაში საუბარია 2018 წლის 9 სექტემბერს საფეხბურთო მოედანზე ლგბტ+ სიმბოლიკის შეტანის აკრძალვის საკითხზე, ასევე, 2019 წლის 18-23 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებსა და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ულტრა მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე.

ომბუდსმენის შეფასებით, თვალსაჩინოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კუთხით, ბუნდოვანია და არ ადასტურებს უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობას და ფაქტების პოტენციური შედეგების ანალიზს.

"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოუწოდა თანამდებობის პირებს, გაატარონ ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით და ეფექტიანად მოხდეს 2018 წლის 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან მომხდარი ინციდენტებისა და ლევან ვასაძის განცხადებების კანონთან შესაბამისობის გამოძიება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ." - წერია განცხადებაში.

გიორგი ჩაფიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics