|
2019-11-05 16:05:25, 2169 ნახვა
პოლიტიკა
„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის“ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლაშა ქოჩიაშვილის მოსმენა გრძელდება. კანდიდატს კითხვით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ მიმართა. კერძოდ, დეპუტატის კითხვა ქოჩიაშვილის ოჯახის წევრის მიერ "ქართული ოცნებისთვის" თანხის შეწირვას უკავშირდებოდა. ბოკუჩავა დაინტერესდა იზიარებდა, თუ არა მოსამართლეობის კანდიდატი ოჯახის წევრის პოლიტიკურ შეხედულებებს, რაზეც ქოჩიაშვილმა ირონიული პასუხია გასცა და აღნიშნა, რომ "სიდედრი ოჯახის წევრი არ არის". გარდა ამისა, ქოჩიაშვილმა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე სიდერთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა: "ერთ-ერთ პროცესზე მოწმე იკითხებოდა და მან მხარესთან ნათესაური კავშირი არ მითხრა, არ მაქვს ნათესაური კავშირიო და შემდეგ აღმოჩნა, რომ სიდედრი ყოფილა მხარის. როცა მეორე მხარემ ჰკითხა, რატომ დამალეო მან უპასუხა, მოსმართლეები დედას აღარ თვლით ოჯახის წევრად და მე სიდედრი რატომ უნდა ჩავთვალოო," - განაცხადა ქოჩიაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტში უზენაესი მოსამართლეობის რიგით მე-16 კანდიდატის მოსმენა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პარლამენტში კიდევ 3 კანდიდატის მოსმენაა დაგეგმილი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)