06:40 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 22:16:12, 1579 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი - საქართველო რეგიონში დემოკრატიის კუნძული გახლავთ

საქართველო ნამდვილად თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რადგან საქართველო ამ რეგიონში დემოკრატიის კუნძული გახლავთ, – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.

„საქართველო ყურადღების საგნად რჩება მთლიანად კონგრესისთვის და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არ შეიცვლება. მალე საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი ჩამოვა,  რომელიც განაგრძობს და მხარს დაუჭერს ელიზაბეთ რუდის წინა საქმიანობას, რომელიც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ამერიკის ჩართულობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში ნამდვილად იზრდება, ანუ საქართველოს მიმართ ამერიკის ყურადღება იზრდება“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

„თბილისი რუმსში“ , სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი (CDDRL), ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, „ღამის დებატებს“ მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics