|
2019-11-01 10:59:34, 2624 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა, - ამის შესახებ ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ახალი წევრები არიან: თორნიკე ჩიქოვანი - იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებების ლიგის” პრეზიდენტი, გოგიტა დათუკიშვილი - ფარმაცევტი, ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი, მარინა მამუჩაშვილი- ფერმწერი, ამჟამად ხელოვნების პედაგოგი, გიორგი ზურებიანი - წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩუბინიძე- არქიტექტორი, პრაქტიკოსი, სამხატვრო აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, გურამ დოლენჯაშვილი - მხატვარი, სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, თამარ ბუაძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი, თორნიკე ადამაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული კინოს ასოციაციის” ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი. მეორე წარდგენა 26 სექტემბერს შედგა და მოძრაობაში გაწევრიანდნენ: ადვოკატი ალექს ბოლქვაძე, პოეტი/სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ შავგულიძე, მასწავლებელი ნია ჭაჭიაშვილი, ჰიდრო და საზღვაო ინჟინერი გიორგი წურწუმი, იურისტი ამირან ფაჩუაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქაძე, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მაცაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, მეცნიერი/ფილოსოფოსი თამაზ ბუთხუზი. მესამე წარდგენა 3 ოქტომბერს შედგა. მეოთხე წარდგენა 11 ოქტომბერს შედგა. მეხუთე წარდგენა 18 ოქტომბერს შედგა. 25 ოქტომბერს წადგენილი წევრების სია იხილეთ აქ. მოამზადა ლიკა ბესელიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)