|
2019-10-28 15:51:06, 3005 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინის ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა" და უკრაინის სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს შორის ასოცირებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორი ქვეყნის ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელებმა - რევაზ ბაბილუამ და ალექსანდრ შიფცოვმა დოკუმენტს ხელი დღეს ბათუმში მოაწერეს. მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინას შორის ჰიდროგრაფიის სფეროში გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, შუქურების დამეგობრების პროექტის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას ისტორიული ღირებულების მქონე შუქურების, მათი მოვლა-შენახვისა და ტექნოლოგიური განვითარების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამასთან, შუქურების ორგანზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) რეკომენდაციის გათვალისწინებით უწყებები აქტიურად იმუშავებენ ისტორიული მნიშვნელობის მქონე შუქურების ტურისტული პოტენციალის განვითარების და ჰიდროგრაფიული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ბათუმში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელებმა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებზე ისაუბრეს. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბათუმისა და ოდესის ოლქის სანჟეისკის შუქურების დამეგობრების პროექტის ნიშნად მხარეებმა ბათუმის შუქურაზე სიმბოლური დაფა გახსნეს, ანალოგიური დაფის განთავსება იგეგმება უკრაინის სანჟეისკის შუქურაზე.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)