|
2019-10-27 16:59:32, 2814 ნახვა
პოლიტიკა
პარტია ევროპული საქართველო მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს. „თუ მეუფე იაკობს ექნება სურვილი, გვინდა, მოვიწვიოთ პარლამენტში. საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლის, რათა ნათელი მოეფინოს „ბურუსით მოცულ ისტორიას“, – განაცხადა გიგი უგულავამ. გიგი უგულავა მეუფე იაკობის განცხადებებს მძიმე ბრალდებებს უწოდებს და გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესებას გენერალური პროკურატურის მოვალეობად მიიჩნევს. „თუ პროკურატურა არ გაინძრევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. შეგახსენებთ, არშემდგარი მკვლელობის დაგეგმვაზე, თუ შეუსრულებელი მკვლელობის ორგანიზებაზე ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების რამდენიმე ძალოვანი პასუხისგებაში ჰყავს მიცემული. რასაც მეუფე იაკობი ამბობს, ხელისუფლების მიერ პატრიარქის გადაყენების მცდელობაა, რომელიც შეიძლება საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი გახდეს ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა ამაზე აქცენტის გაკეთება. შემიძლია ბიბლიიდან ამბავი მოგიყვეთ: თავის დროზე ნოეც დათვრა, მაგრამ ხელი არ შეუშლია იმაში, რომ კიდობანი გააკეთა და კაცობრიობა გადაარჩინა“, – განაცხადა უგულავამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)