|
2019-10-25 19:16:13, 2549 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა შედგა
საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებული იმპლემენტაცია და განვითარების პერსპექტივები, ასევე პოლონელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა საქართველოში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებებში - ის საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის კოლეგას - მარიუშ ბლაშჩაკს მადლობა გადაუხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს თავდაცვის ტრანსფორმაციას, რაც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ქართული მხარე ნატოსთან ერთად SNGP-ის განვითარებაზე მუშაობს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მეტ დინამიკურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების განსახილველად უახლოეს მომავალში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. საუბრის დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში, აქტიურობისა და ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)