|
2019-10-24 12:02:30, 1563 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი: მხარდამჭერი აქტი აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას განამტკიცებს
„ამ კანონპროექტის მიღება ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ბრენდან ბოილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებას. მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას, რომელიც მსოფლიოს მწვავე რეგიონში სტრატეგიულ დატვირთვას იძენს. „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია თავის პრიორიტეტად გამოაცხადა, და როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენელი, მე სიამოვნებით ვაცხადებ, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა" -წერს ამერიკელი კონგრესმენი და დასძენს, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხოლო 70 % - ნატოში წევრობას. ბრენდან ბოილი 2008 წელს საქართველოს ოკუპაციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კრემლი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას დეზინფორმაციული კამპანიებითა და კიბერ-თავდასხმებით განაგრძობს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი კი საქართველოს ამ საფრთხეების აღმოფხვრასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში დაეხმარება. „ბევრი ქართველი ამერიკელი ფილადელფიას თავის სამშობლოდ თვლის და უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მე ამაყი ვარ, რომ კონგრესში ამ ადამიანებს წარმოვადგენ და, სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერს საქართველოს მხარდამჭერ აქტს" - წერს ამერიკელი კონგრემენი თავის Facebook გვერდზე.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)