09:56 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 10:58:11, 2436 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებს "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღებისთვის მადლობას უხდის.

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს მხარდამჭერის აქტის" მიღება იმის დასტურია, რომ ამერიკა ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია. მისივე შეფასებით, აქტი საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს უფრო აძლიერებს. 

"ქართველი ხალხის სახელით ამერიკის წარმომადგენელთა პალატას "საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. აღნიშნული აქტი წარმოადგენს პირველ დამოუკიდებელ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს ეხება და ჩვენი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას ეძღვნება. ამერიკა ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამერიკასთან უფრო ახლო ურთიერთობები დაგვეხმარება მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში, ძლიერი საშუალო კლასის ჩამოყალიბებაში და აგრეთვე საქართველოში მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ხსენებული აქტის მიღება ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ამერიკაში ძლიერი და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, როგორიცაა თავისუფლება და დემოკრატია", - წერს გიორგი გახარია Twitter-ის საკუთარ გვერდზე. 

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics