|
2019-10-22 17:10:07, 2122 ნახვა
პოლიტიკა
„ნუ სარგებლობ რაღაცებით - შშმ პირები არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით“ - ბესელიას და იონათამიშვილის დაპირისპირება
პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ რატი იონათამიშვილს შორის პარლამენტში დღეს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათი მოხდა. კამათის მიზეზი ეკა ბესელიას მიერ თბილისის საკრებულოს დეპუტატის ვატო შაქარშვილის დარბაზში დაშვების მოთხოვნა გახდა. კომიტეტის თავმჯდომარემ შაქარაშვილს დარბაზში ადგილების უკმარისობის გამო პროცესისითვის აივნიდან თვალ-ყურის დევნება შესთავაზა, რაც ეკა ბესელიამ კანონდარღვევად შეაფასა და იონათამიშვილს რეპლიკით მიმართა: “ნუ სარგებლობ რაღაცებით”. "დაწყნარდი, რატი, შენ, ყველაფერზე ნუ გვპასუხობ. სირცხვილია რასაც ხალხი უყურებს და ნუ სარგებლობ რაღაცეებით. იქონიე ეთიკა და ნუ მაწყვეტინებ სიტყვას. არ არის საჭირო იმ დროს ჩარევა, როდესაც მმართველ პარტიას გამოქომაგება უნდა. თავს დაიცავენ თვითონ, მგონია რომ უკეთესად", - მიმართა ბესელიამ იონათამიშვილს. ბესელიას საპასუხოდ მოგვიანებით, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ შშმ მათი სტატუსით არ სარგებლობენ. "ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით. ეტლი არის ჩვენი საჭიროება და არა - დიაგნოზი. როცა ადამიანის უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შეზღუდულ შესაძლებლობაზე მიგითითებს, ამით თითოეულ შშმ პირს აყენებს შეურაცხყოფას. ამაზე უკადრებელი უკვე აღარ ვიცი, რა უნდა თქვას. ესეთი მენტალიტეტი ქმნის სტერეოტიპებს და ამას ვებრძვი მას შემდეგ, რაც ეტლის საჭიროება მაქვს", - განაცხადა იონათამიშვილმა.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)