|
2019-10-18 12:47:11, 2858 ნახვა
პოლიტიკა
ბრაიზა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე - ეს ნორმალურია, თუმცა არანაირი შედეგის მომტანი არ არის
ამერიკელი დიპლომატი მეთია ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაში არაფერი გასაკვირი არ არის. როგორც ბრაიზამ აღნიშნა, ასეთი ტიპის საუბრები ნორმაალურია, თუმცა მანვე დასძინა, რომ ეს შეხვედრა, რომელიც მინისტრებს შორის ნიუ-იორკში შედგა, არაფრის მომტანი იქნება. "ეს ნორმალურია, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ესაუბრებიან; რუსეთი საქართველოს მეზობელია, რუსეთს ძალიან დიდი ეკონომიკური ბაზარი აქვს. მაგრამ ეს შეხვედრა არ მოიტანს რაიმე ტიპის გარღვევას პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის არც ორი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხში, იქამდე, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული. შეუძლებელია, ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობების დალაგება ამ პირობებში", - განაცხადა ბრაიზამ „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან" ინტერვიუში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)