10:57 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 09:59:58, 2222 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას - 22 ოქტომბერს ის ფორუმის გახსნითი პანელის  „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" ერთ-ერთი სპიკერი იქნება.

ტიგრან ავინიანი სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრია 2018 წლის მაისიდან, 2016 წლიდან ის ასევე არის პარტია „სამოქალაქო თანხმობის" საბჭოს წევრი.

ტიგრან ავინიანი წარმატებით მართავდა კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და, ასევე, სარწყავი სისტემების და ლანდშაფტის დიზაინის სფეროებში. აქვს სამუშაო გამოცდილება  ციფრული სისტემის საკონსულტაციო და საბანკო სექტორებში.

ტიგრან ავინიანს აქვს ბაკალავრის ხარისხი გამოყენებით მათემატიკასა და ეკონომიკაში, მათემატიკური მოდელირების მაგისტრის ხარისხი (რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში (დედოფალ მერის უნივერსიტეტი, ლონდონი).

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics