|
2019-10-14 16:45:50, 1764 ნახვა
პოლიტიკა
მედლინ მუნი - რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი დადგენილი საზღვარი გახდეს და ცდილობს, არალეგალურად დაყოს საქართველო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა, ლონდონში, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას საქართველოში რუსული ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი დადგენილი საზღვარი გახდეს და ქვეყანა არალეგალური გზებით დაყოს. „რუსეთს სურს, რომ ეს გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაყოს საქართველო. ამის გამო, რუსეთი პერიოდულად სწევს საზღვარს, არ აქცევს ყურადღებას იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახები და საკუთრება იყოფა“, - აღნიშნა მედლინ მუნმა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა მავთუხლართებით გაყოფილი სოფელი ხურვალეთი და 88 წლის დათა ვანიშვილი, რომლის სახლიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. „მე ვესაუბრე ერთ-ერთ მოსახლეს, რომელიც ავადმყოფ ცოლთან ერთად ჩარჩა მავთულხლართების მიღმა და არ შეუძლია ოჯახის წევრების ნახვა, საკუთარი მიწის დამუშავება, რომელიც მავთულხლართების მეორე მხარესაა. ეს იყო ემოციური და მე პირობა დავდე, რომ ვისაუბრებდი ამაზე, ვისაუბრებდი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, არამედ იქ მცხოვრები ადამიანებისა და მათი უფლებების დარღვევების შესახებ“, - განაცხადა მედლინ მუნმა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)