|
2019-10-08 15:50:13, 1532 ნახვა
პოლიტიკა
„ვაშინგტონ თაიმსი“ გახარიას რეფორმატორულ საქმიანობას ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს
დასავლური გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს გიორგი გახარიას, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიჰყავს, საკუთარი ხალხი, ამერიკა და ევროპა გვერდში უნდა დაუდგეს. გარდა ამისა, გამოცემა პრემიერის ბიოგრაფიას აღწერს და პოზიტიურად აფასებს მის რეფორმატორულ გამოცდილებას ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში. „ბატონმა გახარიამ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ არის საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და რომ საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ახალ თანამდებობაზე ბატონი გახარია შთამბეჭდავი ბიოგრაფიით მოვიდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ავიაკომპანია ლუფტჰანზაში, ხოლო შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში და დაინიშნა ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ასევე ეკონომიკის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იგი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმების განხორციელებას ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით. მისმა წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას“, - წერს „ვაშინგტონ თაიმსი“.
სტატია იხილეთ ბმულზე: www.washingtontimes.com/news
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)