|
2019-10-08 11:28:28, 1176 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სებასტიან მოლინეუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ხარჯეფექტურობის ზრდის საკითხებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მმართველობის გაძლიერების შესაძლებლობებს, ასევე ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ინოვაციური მიდგომების დანერგვის საკითხებს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნიაც დაესწრო. მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. „ვისაუბრეთ მთელ რიგ პრიორიტეტულ სერვისებზე, რომელშიც შედის პირველადი ასევე ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მმართველობის სისტემის დახვეწა, იმ თვალსაზრისით, რომ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შედეგად სისტემა უფრო გამჭირვალე გახდეს, რაც დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც. ასევე ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებაზე. ამას გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებებზე, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ სისტემამ მიაღწიოს მდგრადი განვითარების ამოცანებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)