|
2019-10-07 16:51:39, 1381 ნახვა
პოლიტიკა
შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ ჩაანაცვლოს
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის თანახმად, შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატი თბილისის საკრებულოს მოქმედმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჩაანაცვლოს. ზარდიაშვილი პარლამენტში პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ ის წესით "ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატმა უნდა ჩაანაცვლოს. დეპუტატის მანდატი 10 სექტემბერს "ქართული ოცნების" წევრმა შოთა შალელაშვილმაც დატოვა. პარლამენტში ბიუროს სხდომაზე შალელაშვილის შემცვლელად კი ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა მიიღეს. შესაბამისად, საარჩევნო სიის მიხედვით, ვანო ზარდიაშვილს ლევან მგალობლიშვილის მომდევნო პიროვნება — ირაკლი ზარქუა შეცვლის. ის ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია. იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოში დარჩება, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში სიით მომდევნო - თემურ გოცირიძე შეცვლის. ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ საკანონმდებლო ორგანს დღეს, 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი ჩაფიძე
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)