|
2019-10-03 18:56:07, 1747 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, თუ საჭირო გახდება, კარგად ავაშენებ პორტს
„ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს“, - ამ სიტყვებით ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძემ უნდა ახსნას, თუ რატომ არის ანაკლიის პორტის პროექტი 2 წლის განმავლობაში გაჩერებული. „დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს. კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. და რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას და ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდეს ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და მიხედონ თავის ქვეყანას. დღეს ქვეყანაში არის გაჩერებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არის ანაკლიის პორტი და ეს პროექტი უკვე თითქმის წელიწადია გაჩერებულია და მე მგონი უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, თუ რატომ არის დაგვიანებული უკვე 2 წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ყველასთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისნიტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა. კერძოდ, ხაზარაძემ განაცხადა: „შეიძლება მაია ცხიქიტშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)