|
2019-09-30 13:39:51, 1697 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთის "ეროვნული უსაფრთხოების" უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, კრემლის ლიდერმა ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა . "რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ეროვნული დღესასწაულის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მისალოცი დეპეშა გაუგზავნა. პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში კვლავაც ყოველმხრივ დაეხმარება“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიმართვაში.
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)