|
2019-09-26 15:27:18, 1778 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: „ოცნება“ ადეიშვილის ხელისბიჭებით ლაპარაკობს - დღევანდელზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს ვაკისრებ
„ქართული ოცნება“ დღეს ლაპარაკობს ადეიშვილის ღამის მორიგეებისა და ხელისბიჭების სახით“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს მას პროვოკაცია მოუწყვეს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. „დიახ ეს იყო იაფასიანი, დაგეგმილი პროვოკაცია, ძალიან შეგნებულად გამოუშვა, როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა „კლანმა“ ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად. მეტი მათ არაფერი არ ეხერხებათ. შეხედეს რა, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მოსამართლე ქალბატონი, რომელიც დღეს ვერ უძლებდა იმ კითხვებს, რომელიც დღეს აქ არსებობდა. ის კადრები, რომელიც ჩვენ აქ გავუშვით და ის კითხვები, რომელიც მასთან დაისვა და ძალიან მწვავე ბრალდებები, რომელიც მის მიმართ არსებობდა, ეს ააშკარავებდა იმ სურათს, რაც აქვს დღეს დაგეგმილი „ქართულ ოცნებას“ და ამ ყველაფრის გადასარჩენად შემოუშვეს ეს „ოცნების“ სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო ჩემგან პასუხი ამ პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ, არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს. რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდსახმა და ამას გაბედავს ან ეგ ან რომელიმე, მიიღებს პასუხს. პასუხისმგებლობას კი ამ ამაზე მე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს. ეს მისი პასუხისმგებლობაა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ლაპარაკობს ადეიშვილის ღამის მორიგეებისა და ხელისბიჭების სახით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დეპუტატებს შორის დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამარლეობის კანდიდატს უსმენენ. თავდაპირველად ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაძაბული საუბარი მიმდინაროებდა. ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას მისამართით შემდეგი შინაარსის რეპლიკა თქვა: "ბესელიას მორალი". ამ რეპლიკამ ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ის ზარდიაშვილთან მივიდა და სახეში ჩაარტყა. ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს "ნაძირალა" და "ადეიშვილის ხელის ბიჭი" უწოდა. სხდომის წამყვანმა დავით მათიკაშვილმა მანდატურს მოუწოდა ეკა ბესელია დარბაზიდან გაეყვანა და შესვენება გამოაცხადა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)