|
2019-09-25 15:32:40, 1701 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: სასამართლო სისტემაში არსეული „კლანური“ მმართველობის თაობაზე რეზოლუციის პროექტს ვაინიცირებ
მე დღეს ვაინიცირებ და ოფიციალურად ვარეგისტრირებ რეზოლუციის პროექტს, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფების ანუ „კლანური“ მმართველობის თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, დოკუმენტი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და იურიდიული ჯგუფების მიერ მომზადდა. „მე მინდა დავიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესით, რომელიც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს. ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის საკითხი. თქვენ ადევნებთ თვალს ამ ყველაზე დრამატულ და ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესს და თითოეული ის ადამიანი, ვინც იცის და ვისაც უგრძვნია რა არის სასამართლო და სამართლიანობა, ყველა ხვდება და აცნობიერებს, რომ უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, როდესაც კენჭისყრის დღე დადგება. მე დღეს ვაინიცირებ და ოფიციალურად ვარეგისტრირებ რეზოლუციის პროექტს, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფების ანუ „კლანური“ მმართველობის თაობაზე. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მომზადდა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და იურისტების მიერ, მათი გვარები საზოგადოებისთვის ცნობილია. ამ ტექსტის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეთანხმება ხდებოდა სხვადასხვა ჯგუფებთან, პოლიტიკურ და იურუდიულ ჯგუფებთან. საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით, რომ ამის ინიცირებას მოვახდენთ ჩვენ რამდენიმე დეპუტატი“, - აღნიშნა დეპუტატმა. გარდა ამისა, როგორც ბესელიამ აღნიშნა, აუცილებელია შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული სპეციალური დროებითი კომისია. მე გამოვიტან ამ დოკუმენტს პარლამენტის სხდომაზე და შევთავაზებ პარლამენტს აღიაროს, რომ არსებობდა წარსულში პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა და დღესაც არსებობს სასამართლოში ეს პრობლემები და გავლენიანი ჯგუფი ახერხებს მოახდინოს ზეგავლენა არამხოლოდ სასამართლოზე, არამედ პოლიტიკურ ნაწილზეც. ამავე პროექტში ჩვენ ვითხოვთ, რომ პარლამენტმა შეფასებასთან ერთად აუცილებლად უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც სასამართლოში არსებული კონკრეტული პრობლემები დაიძლიოს, საჭიროა სპეციალური დადგენილებით შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული სპეციალური კომისია. ეს იქნება დროებითი კომისია, რომელშიც შევლენ საპარლამენტო, არასაპარლამენტო, საექსპერტო, პროფესიული წრეების წარმომადგენლები. ამ კომისიას 2020 წლის პირველ თებერვლამდე უნდა მიენიჭოს მანდატი და მიეცეს მას სასამართლო სისტემაში არსებული მმართველობითი კუთხის პრობლემები, „კლანური“ მმართველობის პრობლემები და კონკრეტული სამოქმედო გეგმა დადგინდეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს სასამართლოში არსებული პრობლემები“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)