17:04 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 18:33:11, 2042 ნახვა

პოლიტიკა
ზარდიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: ნემსისა და აქლემის ქურდი, ორივე ქურდია?!

ჰიპოთეტური შეკითხვაა - აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, თქვენთვის ორივე ქურდია?! - ამ შეკითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ქურდობა დასჯადი ქმედებაა.

„კანონმდებელმა თქვა, თუ ის ნემსიც და აქლემიც სხვისია, ადამიანი თუ ნემსს მოიპარავს მაინც უნდა დაისაჯოს და სამართალი უნდა აღსრულდეს, თუ აქლემს მოიპარავს მაინც დაისაჯოს. მუხლის შენიშვნაში პირდაპირ ჩამოთვლილია კვალიფიკაცია, ზარალის ოდენობა, დამდგარი მძიმე შედეგი, რა ზარალი მოიტანა ქმედებამ. შეიძლება ნემსი არ იყოს ფასეული მაგრამ, მოქმედება უნდა იყოს დასჯადი და დასჯადია. დღეს ნემსის ქურდობა არ არის დაშვებული სამართლებრივად“, - განაცხადა გაბინაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics