|
2019-09-19 13:32:55, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი - NDI-ის ქართველი პარტნიორები რეალურ განწყობებს ყოველთვის სწორად არ ასახავენ
მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი NDI კვლევას. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, NDI-ის და IRI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს. „ზოგადად, ჩვენ პატივს ვცემთ ისეთ ინსიტიტუტებს, როგორიც არის NDI, IRI, მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა, რომ მათი პარტნიორები, ქართველი პარტნიორები ველზე, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც არის ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ყველა საკითხს არ ეხებოდეს, ძალიან რთული არის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასება და პროცენტულ მაჩვენებლებში შესვლა. ნება მომეცით, რომ ამ კვლევებში ასახულ შეფასებას [მთავრობის საქმიანობაზე] სრულად არ დავეთანხმო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ ის პრობლემები, რომლებიც პირველ ხუთეულში ხვდება, როგორიც არის დასაქმება, ტერიოტორიული მთლიანობა, შემოსავლები, ეს არის ის პრობლემები, რომლებასაც საქართველოს მთავრობა თავად აყენებს, ჩვენ ვიცით, რომ სიღარიბე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმება არის ძირითადი გამოწვევები და ჩვენი საქმიანობა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ. მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები, თუ ეს ასე არის შეფასებული, ჩვენ ჩვენს თავს ვთხოვთ, პირველ რიგში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ამავე თემაზე გთავაზობთ NDI-ის კვლევის შედეგებს:
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)