|
2019-09-18 14:42:30, 1995 ნახვა
პოლიტიკა
„ახალგაზრდა ადვოკატები“: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება და პრეზიდენტის ადმინისტრაციასმოუწოდებს გამჭვირვალე, ღია და ხელმისაწვდომი გახადოს პასუხისმგებელ პირთა წრე, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია 28 აგვისტოს შეწყალების სიაში განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებიც მოხვედრილიყო. არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, პრეზიდენტის საჯარო განცხადება შეწყალების პროცესზე გამოცხადდეს მორატორიუმი, დაიწყოს შეწყალების კრიტერიუმებზე მუშაობა და დაიხვეწოს პროცედურები, პრობლემის მიმართ სწორი დამოკიდებულებაა, წარმოადგენს საზოგადოების რეაქციაზე დროულ პასუხს და პრეზიდენტის მხრიდან დაშვებული შეცდომის აღიარებას, თუმცა საზოგადოებას საკითხთან მიმართებით გააჩნია სხვა შეკითხვები და ისინი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. მნიშვნელოვანია, საჯარო გახდეს პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილი განცხადებები შეისწავლეს, შეისწავლეს მსჯავრდებულთა შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები, მოამზადეს რეკომენდაცა შეწყალებაზე უარის თქმის ან/და თანხმობის შესახებ, სია ხელმოსაწერად წარუდგინეს პრეზიდენტს, ვინაიდან გამოირიცხოს თითოეულ საქმეზე ლობირების ნიშნები თუ სავარაუდო კორუფცია. „დღეს პრეზიდენტის განცხადება შეეხებოდა მომხდარზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას, რაც პოლიტიკურ, სამართლებრივ, დიპლომატიის ენაზე სწორი ქმედებაა, მაგრამ დავინახეთ იმ ადამიანების თანამონაწილეობის საკითხიც, ძირითადად, იურიდიული განათლების მქონე ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების, რომელთა პასუხისმგებლობაც გამოკვეთილია თითოეული მსჯავრდებულის შეწყალებაზე წარდგენილი განცხადების შესწავლისა და რეკომენდაციის თვალსაზრისით. აღნიშნული იგრძნობოდა პრეზიდენტის ირიბ შეფასებებშიც, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა არ გადაანაწილა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა, პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს და მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, საზოგადოების ყველა ჯგუფთან დიალოგი უნდა იყოს შეუქცევადი. სადაც გამჭვირვალობას ანგარიშვალდებულება არ მოსდევს, ჩნდება კორუფცია და პირადი გამორჩენის სურვილი, რაც ჩვენი დღევანდელი ამოცანებისთვის, შეუთავსებელია“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი. მისივე თქმით, არავინ დავობს იმაზე, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ აქტს, მაგრამ პროცესი ვერ იქნება უკონტროლო. შეწყალების პროცესი უნდა პასუხობდეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების (სიცოცხლის უფლება) ხელყოფისთვის მნიშვნელოვან დათქმებს. შესაბამისად, საჭიროა დაჩაქრებული წესით დაიწყოს და პოლიტიკური ჯგუფებისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით წარმოდგენილ იქნეს შეწყალების ახალი წესი და მისი განჭვრეტადი კრიტერიუმები. შეწყალების ახალი კომისია დაკომპლექტდეს საზოგადოებისთვის სანდო, გამოცდილი და დარგის სპეციალისტებით.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)