|
2019-09-17 16:40:39, 2017 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად დაიხვეწოს
„მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისეთი პრაქტიკა ჩამოაყალიბოს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება იურუდიულ არსს. „მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს. გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს ჩვენს სტატისტიკას რომ გადავხედოთ. სტატისტიკური კუთხით, გარკვეულწილად დაუახლოვდა მოქმედი პრეზიდენტის სტატისტიკა ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს. ჩვენ მუდმივად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად აცდენილი იყო წინა პრეზიდენტის სტატისტიკა შეწყალების კუთხით დასავლურ, ევროპულ სტანდარტებს. აქ გვაქვს გარკვეული დაახლოება, თუმცა ზოგადად, დამატებით საჭიროა, დაიხვეწოს შეწყალების პრაქტიკა. გაგვიჭირდება რაიმე მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა რეგულაციებზეც შეიძლება ფიქრი. მთავარია, პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს. თუ არ ვცდები, ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა შეწყალებასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უფლებამოსილების ჩარჩოებში მოქცევაა საჭირო. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია, რომ სწორი ჩარჩო განისაზღვროს ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 2018 წლის 29 მარტში ბეჟანიძეს სასჯელის ზომად 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვის ვადით.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)