|
2019-09-17 15:36:48, 2369 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანის კახა კახაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს. კალაძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალება, მიუღებელია. „ამაზე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მგონია, რომ ეს უნდა გადაიხედოს. მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა და როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მძიმეა. უმჯობესია, თვითონ პრეზიდენტმა გააკეთოს ამაზე განცხადება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 2018 წლის 29 მარტში ბეჟანიძეს სასჯელის ზომად 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვის ვადით.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)