|
2019-09-17 12:56:03, 2294 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“: გახარია გვემუქრება და რეაგირება არ გაქვთ - ეს ნიშნავს რომ განადგურების გზაზე მიდიხართ
როცა გახარია განადგურებით გვემუქრება და რეაგირება არ გაქვთ, - ამ სიტყვებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი თავად მიდის განადგურების გზაზე. „ბატონო არჩილ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ვიღაცა თურმე დეპუტატს განადგურებით დაემუქრა, მაშინ დააზუსტეთ ეს განადგურება რას ნიშნავს. პოლიტიკურ განადგურებაზე იყო საუბარი თუ ასე ვთქვათ, ჩამოხჩობაზე. აქ განადგურებით დაგვემუქრა ჩვენ გახარია თქვენი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა რომ გაგანადგურებთ და დაგამთავრებთო. როდესაც პრემიერ-მინისტრი მსგავს განცხადებას აკეთებს და ამაზე არავითარი რეაგირება არა გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად მიდიხართ განადგურების გზაზე“, - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)