|
2019-09-15 22:09:19, 1506 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - დაბალანსებული და წარმომადგენლობითი პარლამენტი მეტად ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას
დაბალანსებული და წარმომადგენლობითი პარლამენტი მეტად ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს - უფრო დემოკრატიულს გახდის. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „როგორც „ქართული ოცნების" წარმომადგენელი და პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნება" საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, გადავერთოთ მომავალზე და საზოგადოებას ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ. ვიცით, სად ვიყავით, რა გამოვიარეთ. ამას შეფასება ხალხმა წინა რამდენიმე არჩევნებში მისცა. ვიცით, სად ვიმყოფებით დღეს. ვხედავთ, რომ დღეს გვაქვს რეალური შანსი, რათა საქართველომ შეცვალოს თავისი პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკა არ იყოს მხოლოდ უწყვეტი დაპირისპირების რეჟიმი. გთავაზობთ ისეთ პოლიტიკურ სისტემას, სადაც შეიძლება, ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ საკითხებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგეს და ასევე შეიძლება, რომ საკამათო პოზიციები დარჩეს სექტორულ საკითხებზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ დააზუსტა ის არგუმენტებიც, რის გამო მიიღო მმართველმა გუნდმა, ერთი წლის წინ, პროპორციული არჩევნების 2024 წელს ჩატარების გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესითა და ბარიერით ჩატარება ვერ უზრუნველყოფდა მიზანს - პარლამენტი გახდეს მეტად წარმომადგენლობითი. „ამიტომ, მოგვყავდა არგუმენტები, რომ 2024 წელს სჯობდა შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა და ასევე, მიგვაჩნდა, რომ ცვლილებები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ - შეიცვალოს პარტიების დაფინანსების სისტემა, მედიაში დროის განაწილების წესები, კამპანიის ჩატარების წესები და საარჩევნო პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი, ვფიქრობდით, რომ ამ პირობებში, პარტიებს 3-4 წელი უნდა ჰქონოდათ, რათა მომზადებულიყვნენ პროპორციული არჩევნებისთვის 5 %-იანი ბარიერით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)