|
2019-09-13 14:00:51, 2372 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს
პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თელავში, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისა და მთელი ოპოზიციური სპექტრის დაკვეთა, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო საჭირო, გათვალისწინებულია. „როდესაც რეფორმას მხარს უჭერდა საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ჩვენ შესაბამისად, ცვლილებები შევიტანეთ კონსტიტუციაში და პრაქტიკულად ახალი კონსტიტუცია დაიწერა. ერთადერთი, რასაც ოპოზიცია გვსაყვედურობდა და შემდეგ, რაც აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს იყო, რომ 2020 წლიდან არ გადავდიოდით პროპორციულ არჩევნებზე. ეს ე.წ. ნაკლიც აღმოიფხვრა, ვინაიდან ეს იყო საზოგადების დაკვეთა, ვინაიდან მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა. ამიტომ პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება. ეს კონსტიტუცია გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მოკლევადიანში იმუშავებს ძალიან კარგად და გამოადგება განვითარებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)