|
2019-09-13 13:18:29, 1172 ნახვა
პოლიტიკა
შვეიცარიის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა
შვეიცარიის პრეზიდენტმა ული მაურერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა. შვეიცარიის პრეზიდენტი მილოცვაში ხაზს უსვამს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნავს, რომ ამ ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა თბილისში ახალი საელჩოს მშენებლობა, რომელიც ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნება. „შვეიცარია ელის ჩვენი ურთიერთობების შემდგომ კონსოლიდაციასა და გაღრმავებას. ჩემს ქვეყანას პატივად ერგო საქართველოს ინტერესების დაცვა რუსეთის ფედერაციაში და საკუთარი წვლილის შეტანა, თქვენი ქვეყნის განვითარებაში ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის საშუალებით. შვეიცარია ერთგული რჩება მის მიერ ნაკისრი ვალდებულების, რომელიც თქვენს მთავრობასთან გაერთიანებული ძალებით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე იკისრა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ ეს მოლოცვის წერილი მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნებად“, - აღნიშნულია მილოცვაში.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)